2023 წლის 25 იანვარს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - ივლიანე ნოზაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ტრანზიტორულ რეცეპტორულ პოტენციალთა არხების როლი ტკივილის მოდულაციაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ კეზელი, პროფესორი მერაბ ცაგარელი.
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.
თარიღი:
17/01/2023